ახლა უკვე ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი, ამ პერიოდში ხშირად ჩნდება ტკიპა, ამ დროს ფოთოლი ქვემოდან ყვითლდება ან თეთრდება, არაჯანსაღად გამოიყურება და ასევე სადმე შეაპჩნევთ პატარა აბლაბუდას, თვითონ ტკიპა შეუმჩნეველია, ძალიან პატარა და გამჭვირვალეა.
ამდროს ჩვენ ვიყენებთ კალოიდურ გოგოირდს, ის არ კლავს, მაგრამ თრგუნავს ტკიპას განვითარებას. მისი გამოყენება პროფილაქტიკურია. დოზა 40-50გრ 10 ლიტრზე. გოგირდი წყალში კარგად არ იხსნება, ამიტომ კარგად უნდა ავურიოთ.
უნდა შეიწამლოს დილით ადრე, იმის გათვალისწინებით რომ ტემპერატურა 20-35C შორის უნდა მერყეობდეს.
დილით იმიტომ რომ ნამია და მაღალი ტენიანობაა საღამოსთან შედარებით, რის დროსაც გოგირდის ტოქსიკურობა იზრდება.
გოგირდის მოქმედება გრძელდება 1 კვირიდან 10 დღემდე. ასევე ეფექტურია გოგირდის შეტანა ნაცრის და შავლაქიანობის პროფილაქტიკისთვის. განმეორებითი შეწამვლა 10 დღეში გავიმეოროთ.
თუ ვარდი ტკიპათი უკვე სერიოზულად არის დაავადებული, გოგირდით შეწამვლის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ აკარაციდი. ჩვენ მოვიხმართ უკრაინულ პრეპარატს ანტიკლეშს ან ვერტიმეკს.
ასევე ამ პერიოდში თავს იჩენს ნაცარი და შავლაქიანობა. ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი პირველ რიგში არის ვარდის არასწორი მორწყვა და აზოტის ზედმეტი დოზების გამოყენება,
პროფილაქტიკის და სამკურნალო მიზნით ჩვენ მოვიხმართ კომბინაციებს პრეპარატებისგან
1. 20გრ რიდომილგოლდი და 5მლ ტოპაზი 10 ლწყალზე. ან
2. 5მლ სკორი და 5 მლ ტოპაზი 10 ლ წყალზე.
ან
3. ჯეკპოტი 10გრ 10 ლიტრ წყალზე.
შეწამვლა უნდა მოხდეს 10-14 დღეში ერთხელ დილის ან საღამოს საათებში უქარო ამინდში.
ეს წამლობა გოგირდით წამლობასთან პარალელურადაც შეიძლება 4-5 დღის გამოტოვებით.
გახსნილი პრეპარატები უმდა გამოვიყენოთ რამდენიმე საათში. მათი შენახვა და მეორედ გამოყენება არ შეიძლება.
გარდა წამლობისა ვარდის გარშემო ნიადაგი უმდა გაფხვიერდეს და მოირწყას კვირაში ორჯერ. ეფექტურია მულჩირება მოთიბული ბალახით ან ნახერხით. გადავაჭრათ ნაყვავილარი და დაზიანებული ტოტები, რათა ახალ ამონაყარს გაზრდის საშუალება მივცეთ.
კვებაზე და მასტიმულირებლებზე ცალკე პოსტს შემოგთავაზებთ.
წარმატებებს გისურვებთ