შემოგვიერთდით:

გიზიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს გამოცდილებას, ადრეულ #გაზაფხულზევარდისმოვლა სთან დაკავშირებით.

1. ჩვენ საგაზაფხულო სხვლას ვატარებთ თებერვლის დასაწყისში, ანუ ეხლა უკვე გასხვლა დამთავრებული გვაქვს.

ვტოვებთ ყველა ჯიშს ხვიარების გარდა 3-4 კვირტზე და 3 -4 ტოტზე. ხვიარებს ვუტოვებთ მხოლოდ ძირითად ტოტებს და ვჭრით სიმაღლეზე სურვილის მიხედვით.

2. შემდეგი ეტაპია შემობარვა და ბალახის ფესვებისაგან გათავისუფლება.

3. შეგვაქვს თითო მცენარეზე დაახლოებით მესამედი ვედრო გადამწვარი ნაკელი, ვარდს მოვაყრით გარშემო და ჩავთოხნავთ.

4. მეორე სასუქია 1 ძირზე 1 მუჭა ამოფოსი ან დიამაფოსკა, ესეც უნდა ჩაითოხნოს.

5. დახლოებით 2 კვირის შემდეგ ასევე ვამატებთ თითო მუჭა კარბამიდს (შარდოვანა) ან ამონიუმის გვარჯილას.

6. შეწამვლას რაც შეეხება ვიწყებთ თებერვლის შუა რიცხვებში ბორდოს 2%-იანი ხსნარით და იგივეს ვამეორებთ 10 დღეში ან 2 კვირაში.

მეორე შეწამვლისას დააკვირდით, თუ კვირიდან უკვე ფოთოლი წამოსულია, კონცენტრაცია შეამცირეთ 1 %-მდე.

აგრეთვე დაბალი ტემპერატურის დროს კარგად მუშაობს ფუნგიციდი

,,ხორუსი” – 8-10გრ 10 ლიტრ წყალზე.

ესაა ჯერჯერობით რაც უნდა გავაკეთოთ თებერვალში. დანარჩენ ინფორმაციას დრო და დრო მოგაწვდით.

უხვ ყვავილობას გისურვებთ🥀❤️