Prunus persica TAOFLORA RED
ნერგის სიმაღლე 140-160სმ
კიდევ ერთი საუკეთესო ჯიში უნდა გაგაცნოთ, ჯერ საქართველოში არ იცნობენ, ევროპაში კი ყველა დიზაინერის საოცნებო მცენარეა უხვი და მოწითალო-ჟოლოსფერი ყვავილების გამო. ყვავილობისას მთელი ხე ერთ დიდ თაიგულს მოგაგონებთ.
ნაყოფი წითელია და შეიძლება მიირთვათ. შემოდგომაზე ფოთლებიც წითელი ხდება.
ყვავის ფოთლების გამოტანასთან ერთად, ირგვება მზიან ადგილას. უძლებს -20, 22°. იზრდება 3-4 მეტრამდე, კონტეინერშიც შეგიძლიათ გაზარდოთ, ამ შემთხვევაში 2 მეტრამდე გაიზრდება.
300,00 ₾